მთავარისაქართველო"აშშ-ში ძალიან განსხვავებული კანონი მოქმედებს" - რობინ დანიგანი

“აშშ-ში ძალიან განსხვავებული კანონი მოქმედებს” – რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა მედიასთან განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის პარტნიორებს არ მოსწონთ, ხოლო მტერი სახელმწიფო იწონებს კონკრეტულ ნაბიჯს, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რასთან აქვს საქმე.

“როცა წარმოდგენილია კანონპროექტი, რომლის თაობაზეც დასავლელმა პარტნიორებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს, მაგრამ ოკუპანტი მიესალმა, უნდა იკითხოთ, არის თუ არა ეს კარგი ქვეყნისთვის.

კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის… ჩვენი კანონი მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც თანხას უცხოური მთავრობების სახელითა და ინტერესებით ლობირებისთვის იღებენ, დარეგისტრირდნენ. ძალიან განსხვავებული კანონია. კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, – განაცხადა ელჩმა.

რობინ დანიგანი საზოგადოებას ახსენებს, რომ ე.წ. “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი არ აკმაყოფილებს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ევროკავშირისა და საქართველოს სხვა დემოკრატიული პარტნიორების სტანდარტებს და მისი მიღება ჩვენს ქვეყანას თავისუფალ სამყაროს დააშორებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend