მთავარისაქართველომოგონებები 9 აპრილის მოვლენებზე 35 წლის შემდეგ

მოგონებები 9 აპრილის მოვლენებზე 35 წლის შემდეგ

“გმადლობ თავისუფლებისთვის” – ეს არის ფრაზა, რომელიც დღეს, 9 აპრილს, ძალიან ხშირად ისმის. ამ თარიღს ორმაგი დატვირთვა აქვს. ეს არის ტრაგედიის დღე, რომელიც 1989 წელს მოხდა და ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეც.

ზუსტად 35 წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. საქართველოში საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი აქცია დაარბია. გამთენიისას პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს აპროტესტებდნენ და თავისუფლებას ითხოვდნენ, საბჭოთა არმია სასტიკად გაუსწორდა. რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის სადამსჯელო ნაწილებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები მძიმე ტექნიკის, ცივი იარაღისა და დაუდგენელი შემადგენლობის ნივთიერების მეშვეობით დაარბიეს. იმ ღამეს 21 მოქალაქე გარდაიცვალა, 2000-ამდე კი დაშავდა.

წლები გადის, თუმცა ტრადიცია არ იცვლება. ყოველ წელს პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალს სიმბოლურად ტიტებითა და სხვადასხვა ყვავილით ამკობენ. მემორიალთან შეკრებილებმა თქვეს, რომ 9 აპრილის მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend