აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა კიდვ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოს მმართველი პარტიის მიერ კვლავ დაინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონის შესახებ.
ბრიფინგის დროს, მეთიუ მილერმა თქვა, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საქართველო ევროპულ გზას ასცდება. ის აღნიშნავს, რომ ჯერ არ ისაუბრებს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შეერთებული შტატები ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
ამავე ამბავზე:
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ. აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით პლატფორმა იქსზე კომენტარს აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.https://t.co/yUONk1rM7m
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) April 5, 2024