სოციალურ ქსელ ფეისბუკზე მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაზიარებული ქარდი ე.წ. აგენტების კანონის შესახებ მოინიშნა როგორც დეზინფორმაცია.
ფეისბუკზე აღნიშნულია, რომ გაზიარებული პოსტი გადამოწმდა დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლების, ანუ ფაქტჩეკერების მიერ.
როგორია კომპანია META-სა და ფაქტჩეკრების შორის თანამშრომლობა და რაზე დაყრდნობით ინიშნება დეზინფორმაციად პოსტები Facebook-ზე.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “ფაქტ-მეტრის” Meta-სთან პარტნიორობის პროგრამის ხელმძღვანელმა, მარიამ წიწიკაშვილმა ისაუბრა.