მთავარისპორტიმსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდ კროსში

მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდ კროსში

გუდაურმა 6-7 აპრილს სნოუბორდის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობდა 18 ქვეყნიდან 80 სპორტსმენი, რომელთა ასაკიც 21 წლამდეა, მათ შორის 3 ქართველი რაიდერი. შეჯიბრს სხვადასხვა წელს შვედეთმა, შვეიცარიამ, ესპანეთმა და ზამთრის კურორტების სხვა წამყვანმა ქვეყნებმა უმასპინძლეს. გუდაურსა და ბაკურიანში წლევანდელ სეზონზე რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდა.

“გუდაურში უკვე მეორედ ვარ და თამამად ვამბობ, რომ საოცარი ტრასები გაქვთ. ჩემი გუნდის წევრები ძალიან სწრაფები არიან და საოცარი ტექნიკა აქვთ, სწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ გუნდურ ჩათვლაში და გავედით პირველ ადგილზე”, – ამბობს თომას ჯულიენი, ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული.

“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან ინდივიდუალურ და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოვიპოვე. ძალიან მიყვარს გუდაურის ტრასები”, – ამბობს ლეა კასტა, ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend