პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ განიხილონ ე.წ. “გამჭვირვალობის შესახებ” უკვე სამი კანონპროექტი. აქედან პირველი და ძირითადი დოკუმენტი მმართველი პარტიის არის, ორი ალტერნატიული კანონპროექტი კი ოპოზიციას ეკუთვნის. სამივე დოკუმენტის განხილვა 15 აპრილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაიწყება.
ბიუროს სხდომა მმართველი და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს შორის ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღებენ. საგაზაფხულო სესია კი 28 ივნისს იხურება.