მთავარიმსოფლიოგერმანული ჯარის პირველი კონტინგენტი ლიეტუვაში ჩავიდა

გერმანული ჯარის პირველი კონტინგენტი ლიეტუვაში ჩავიდა

ვილნიუსში გერმანული ჯარის პირველი კონტინგენტი ჩავიდა. მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში გერმანული ჯარის განლაგების გამო შეშფოთდა. კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ ეს რუსეთისთვის „დაძაბულობის ესკალაციასა და საფრთხის ზონების შექმნას“ ნიშნავს. პესკოვი აღნიშნავს, რომ ეს აიძულებს რუსეთს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო ზომები მიიღოს.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, ოქტომბერში ვილნიუსში კიდევ 150 ჯარისკაცი ჩავა. ლაურინას კასციუნასმა განმარტა, რომ ეს ჯარისკაცები წარმოადგენენ იმ ბრიგადის ნაწილს, რომელიც მომავალ წელს უნდა შეიქმნას და 2027 წლისთვის სრულად უნდა ამოქმედდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend