მთავარიკუბი“უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარტნიორები ეხმაურებიან

“უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარტნიორები ეხმაურებიან

სოციალურ ქსელში კვლავ არაერთი განცხადება ვრცელდება „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით. ასევე გავრცელდა განცხადება, სადაც 12 ევროპული ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ძალიან შეაშფოთა პუტინის რუსეთის სტილის კანონის ხელახლა ინიციირებამ. მათი თქმით, ეს კანონი შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტებისთვის. მაშინ, როცა ეს სექტორი ცნობილია, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი და იმედი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე რეპუტაცია მსოფლიოში ბიუჯეტისა და დაფინანსების თვალსაზრისით.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ისინი მოუწოდებენ მმართველ პარტიას, გაიწვიოს კანონი საპარლამენტო განხილვებიდან. ერთობლივ განცხადებას ხელს ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები აწერენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend