“ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი სომხეთისა და ეთნიკური სომხების მხარდაჭერას გააგრძელებენ”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას.
The U.S. remains steadfast in helping Armenia strengthen its democracy and achieve economic prosperity and resilience through regional integration. In a meeting with Armenian and EU leaders, I announced our commitment to provide over $65 million towards this effort. pic.twitter.com/06VcdUxr3U
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) April 5, 2024
ერევანი უკვე გარკვეული ხანია, რაც რუსული საგარეო პოლიტიკური ორბიტიდან დემოკრატიული დასავლეთისკენ სვლას ცდილობს. ბრიუსელში სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ევროკავშირი სომხეთს მომავალი 4 წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გადასცემს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკეს ბაქოში, ანკარასა და მოსკოვში. სამი ქვეყნის დედაქალაქში აცხადებენ, რომ ერევანი კონფლიქტის დასრულების გასაღებს დასავლეთში ვერ მიაგნებს და ეს დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის დამყარებას ხელს არ შეუწყობს.