ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო, ჯგუფური ეტაპის პირველ თამაშში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვის ნაკრებთან ფრედ 2:2 ითამაშა. მიხეილ მესხი 2-ზე გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა.
საქართველოს ნაკრები თეონა ბაქრაძის დუბლით მატჩის პირველივე წუთებზე დაწინაურდა, მაგრამ ლიეტუველებმა თამაშის ბოლომდე შეძლეს წონასწორობის აღდგენა.