მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ. აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით პლატფორმა იქსზე კომენტარს აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს“, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომლის კომენტარი საქართველოში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში მმართველმა პარტიამ დააინიცირა. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან, ერთადერთი განსხვავებით , ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით”.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend