საქართველოში არბიტრაჟის განვითარების კუთხით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოებში არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის გაჭიანურება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს – ამ ინფორმაციას საქართველოს არბიტრთა ასოციაცია ავრცელებს.
USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით ორგანიზაციამ 2018-2022 წლების თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებიდან მიღებული საარბიტრაჟო საქმეების სტატისტიკური მონაცემები გააანალიზა.
რატომ ჭიანურდება საარბიტრაჟო დავები საქართველოში – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ, რუსუდან ჭკუასელმა ისაუბრა.