მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს გენერალური მდივანი ისრაელს აკრიტიკებს

გაეროს გენერალური მდივანი ისრაელს აკრიტიკებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიდევ ერთხელ საუბრობს ღაზის სექტორში ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომზე. გაეროს მაღალჩინოსანი ისრაელს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული საქმიანობით დაკავებული ადამიანების დაღუპვაში უდიდესი წვლილი ისრაელის ხელისუფლების მიერ არჩეული სტრატეგიის ბრალია.

“მე ძალიან შეშფოთებული ვარ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ საბრძოლო მოქმედებებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, განსაკუთრებით კი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. სწორედ ეს იწვევს საშინელ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში. გასულ კვირას ჰუმანიტარული საქმიანობით დაკავებული 7 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში ჩვენი 200-ამდე თანამშრომელია ამ ომის შედეგად დაღუპული და მე მსურს გავიგო თითოეული მათგანის დაღუპვის მიზეზი”, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა. 

გაეროს უშიშროების საბჭომ  ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუციით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend