მთავარისაქართველოევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ

ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ

22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილს ავრცელებს, სადაც აკრიტიკებენ საქართველოს მმართველ პარტიას, რომელმაც თავისივე ხელით უკან გაწვეული კანონი აგენტების შესახებ ისევ დააბრუნა მისაღებად. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას, რომ ევროკავშირის გზაზე მყოფი საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში გაფართოების პროცესს გადახედოს.

„ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ „ქართული ოცნების” მიერ ე.წ. “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნებას, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ნაბიჯები შესრულდებოდა. ე.წ. “უცხოურ აგენტებზე” შემოთავაზებული კანონი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი, ამ ნაბიჯებიდან როგორც მინიმუმ ორს არღვევს: მე-9 ნაბიჯს, რომელიც მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად უნდა მოქმედებდეს და ჩართული იყოს საკანონმდებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და 1-ელ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ე.წ. “უცხოურ აგენტებზე” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას მონიტორინგი მოახდინოს საქართველოს ოფიციალური პირების ასეთი გადაწყვეტილებები შეესაბამება თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად მოახდინოს შეფასება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend