მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირის მოსახლეობის 35% მხარს უჭერს საქართველოს ევრობლოკში გაწევრებას

ევროკავშირის მოსახლეობის 35% მხარს უჭერს საქართველოს ევრობლოკში გაწევრებას

ევროკავშირის გაფართოებისა და ბლოკში ახალი წევრი სახელმწიფოების მიღებასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა დიდწილად არის დამოკიდებული და განპირობებული არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე.

ევროკავშირის მოქალაქეების ფავორიტი კანდიდატი სახელმწიფო უკრაინაა. რუსული აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანებას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ეს რომელიმე კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში ყოფილა.

ევროკავშირის გაფართოებას გამოკითხულთა 45% უჭერს მხარს, 20%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს და 35% კი წინააღმდეგია. გამოკითხულთა 45% უკრაინის გაწევრიანებას მიესალმება, 37% ბოსნია-ჰერცეგოვინის, 35% საქართველოსა და სერბეთის, 34% ალბანეთის, ყველაზე ნაკლები, 24% კი ევროკავშირში თურქეთის რესპუბლიკის გაწევრიანებას უჭერს მხარს.

„ევროკავშირის გაფართოება დღის წესრიგში რამდენიმე წელია არ ყოფილა, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსული ინტერვენციის შემდეგ გაფართოება კვლავ მნიშვნელოვანი საკითხი გახდა. როგორც წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ გაფართოება ევროკავშირს გააძლიერებს“, – ამბობს ბერტა ლოპეზი, ანალიტიკოსი.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს ყველაზე მეტი ადამიანი ესპანეთში, ფინეთსა და პორტუგალიაში. შვედეთში, პოლონეთში, დანიასა და რუმინეთში კი ბლოკის გაფართოებას გამოკითხულთა ნახევარზე მეტი უჭერს მხარს.

ბოსნია-ჰერცეგოვინის გაწევრიანებას რუმინეთი და ბულგარეთი უჭერენ მხარს, საქართველოს გაწევრიანებას ესპანეთი და რუმინეთი, სერბეთის გაწევრიანებას ყველაზე მეტი მხარდამჭერი კი საბერძნეთსა და რუმინეთში ჰყავს. თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოში 20%-ზე ნაკლები უჭერს მხარს.

„საფრანგეთისა და ნიდერლანდების შემთხვევაში ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით შედარებით ნაკლები ენთუზიაზმი ამ სახელმწიფოთა მთავრობების ტრადიციულად ნეგატიური დამოკიდებულებით შეიძლება აიხსნას. 2019 წელსაც ეს ორი სახელმწიფო ალბანეთის გაწევრიანებას მხარს არ უჭერდა“, – ამბობს ბერტა ლოპეზი, ანალიტიკოსი.

ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებები ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:04

“MEGOBARI”

spot_imgspot_img
Send this to a friend