მთავარიევროპაუკრაინაენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი

უკრაინა გახდება ნატოს წევრი –  ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში  ნატოს სამიტზე თავის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან, შეხვედრის დროს განაცხადა.

ამავდროულად, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ალიანსი კონფლიქტის უშუალო მონაწილედ არ მიიჩნევს თავს. მისი თქმით, მათ არ აქვთ არანაირი გეგმა, რომ უკრაინაში ნატოს მებრძოლები გაგზავნონ. ამასთან დაკავშირებით მოთხოვნაც არ ყოფილა.

უკრაინელებს სჭირდებათ აღჭურვილობა, შეიარაღებისთვის შესაბამისი საბრძოლო მასალა, რომლებსაც ისინი აუცილებლად გადასცემენ. ნატოს გენერალური მდივანი დასძენს, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი.

გამთენიისას მორიგი აფეთქებების ხმა გაისმა ხარკივში.

თავდასხმა ქალაქ ხარკივზე, 4 აპრილი 2024 წელი – Copyright AP

ქალაქი წინა ღამითაც თავდასხმის სამიზნე იყო. რუსულ დრონებს ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, რომელთაგან სამი სამაშველო სამსახურის თანამშრომელი იყო.

კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი იყენებს ე.წ. ორმაგი დარტყმის ტაქტიკას, რომელიც ერთსა და იმავე ადგილას დროის სხვადასხვა მონაკვეთში იერიშის მიტანას გულისხმობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend