მთავარიევროპაბელგიაახალი კანონით ბელგიაში მოქალაქეებისთვის უძრავი ქონება უფრო ხელმისაწვდომი ხდება

ახალი კანონით ბელგიაში მოქალაქეებისთვის უძრავი ქონება უფრო ხელმისაწვდომი ხდება

იყიდი თუ იქირავებ? ბოლო დროს ეს კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება. ბელგიაში უძრავ ქონებაზე მაღალი ფასებისა და იპოთეკის სესხის აღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბევრს უჭირს ბინის შეძენა.

ბელგიაში შენობების მხოლოდ 6 პროცენტია სოციალური საცხოვრებელი,  საფრანგეთში -14%,  დიდ ბრიტანეთში კი – 17%.

თუმცა ეს მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს, რადგან ქვეყანაში შეიმუშავეს  სოციალური საცხოვრებლის გეგმა, რომლის მიხედვით,  ქონების შეძენა მხოლოდ მისი ქირაობის შემდეგაა შესაძლებელი.

ახალგაზრდები უფრო მეტად საერთო საცხოვრებელს ირჩევენ. ზოგი მეგობართან ერთად ცხოვრობს. შესაბამისად, გადასახადებსაც ინაწილებენ.

23-იდან 35 წლამდე ახალგაზრდა მუშაკებისა და ემიგრანტებისთვისაც საერთო საცხოვრებელი უფრო მისაღებია. ახალგაზრდა სტუდენტები ხშირად ქირაობენ იაფად საცხოვრებელ ფართს  ხანდაზმული ადამიანებისგან. ისინი ნაკლებსაც იხდიან და აღარც მოხუცებს უწევთ მარტო ყოფნა.

ბელგიაში უკვე ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ უძრავი ქონების შესყიდვის პროცესი გამარტივდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend