მთავარისპორტი,,სოხუმი-თბილისი-სიდნეი''

,,სოხუმი-თბილისი-სიდნეი”

,,სოხუმი-თბილისი-სიდნეი” ეს არის ფილმი მსოფლიო ისტორიაში ერთადერთ მძლეოსანზე, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ოლიმპიური ოქროს მედალი.

სოხუმში დაბადებული ვიქტორ სანეევი მსოფლიო სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. მრავალი წლის განმავლობაში მას სამხტომში კონკურენტი არ ჰყოლია.

სოხუმის შემდეგ მისი კარიერა თბილისში გაგრძელდა.

ოლიმპიური ოქრო პირველად 23 წლის ასაკში, 1968 წლის მექსიკის ოლიმპიურ თამაშებზე მოიგო. პირველად იქ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, შემდეგ იყო მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიური თამაშები ისევ ოქროს მედლებით.

და შემდეგ იყო სიდნეი…

სამოქალაქო ომის დაწყებამდე სანეევი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა, 2022 წელს სიდნეიში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

4 ოლიმპიური მედალი, 3 ოქრო და 1 ვერცხლი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის რვაგზის ტრიუმფატორი და მსოფლიოს არაერთი რეკორდის მფლობელი – ეს ვიქტორ სანეევია, რომელიც მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად აღიარეს.

ასეთი კარიერის მიუხედავად სპორტსმენმა ერთ-ერთ ინტერვიუში სინანულით თქვა, რომ საქართველოში სპორტიდან ფაქტობრივად არ გაუცილებიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend