ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის დაგეგმვაზე შეთანხმდნენ. გეგმის მიხედვით, ნატომ კოორდინაცია უნდა გაუწიოს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მუშაობას.
ამასთან ნატოს გენერალურ მდივანს სურს შეიქმნას 100 მილიარდი ევროს ბიუჯეტის ფონდი უკრაინის მხარდასაჭერად.
NATO-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება, ჩვენივე უსაფრთხოების განმტკიცებას უწყობს ხელს“ – იენს სტოლტენბერგი. pic.twitter.com/DSyimMM3vN
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) April 3, 2024
იენს სტოლტენბერგის შეთავაზებას, რომ ეს 100 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე ხუთწლიანი ფონდის მეშვეობით გააკეთონ, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მინისტრებმა განაცხადეს, რომ ასეთი ფონდის შექმნა ადვილი არ იქნება.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი რუმინეთის დედაქალაქს ესტუმრა. იგი რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს შეხვდა.
Consultations continue this evening in Bucharest. #StrategicAgenda
Thank you, President @KlausIohannis for hosting us.
With leaders of 🇷🇴🇭🇺🇧🇪🇭🇷, we meet to prepare our Union for a new geopolitical and economic reality. pic.twitter.com/CspJObIuWm
— Charles Michel (@CharlesMichel) April 3, 2024
შარლ მიშელმა და კლაუს იოჰანისმა ბუქარესტში გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.