მთავარიმსოფლიოNATOიენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ეწინააღმდეგება კანონს „უცხოელი აგენტებისა“ თუ „უცხოური გავლენების“ შესახებ

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ეწინააღმდეგება კანონს „უცხოელი აგენტებისა“ თუ „უცხოური გავლენების“ შესახებ

ევროკავშირის შემდეგ უკვე ნატოში გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ ინიციატივას, დააბრუნოს პარლამენტში კანონპროექტი უცხო ქვეყნების გავლენის შესახებ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კანონპროექტი „უცხოელი აგენტებისა“ თუ „უცხოური გავლენის“ შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.

„ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოელი აგენტებისა“ თუ „უცხოური გავლენის“ შესახებ, რადგან ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას საქართველოში.

საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირს“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართველი ხალხის სურვილზე, იცხოვროს დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში.

„ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველ ხალხს სურს დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრება ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში. ასე რომ ვშიშობ, ნებისმიერ კანონს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტის იდეას ატარებს, გავლენა ექნება არაერთ მედიასაშუალებაზე საქართველოში და ძირს გამოუთხრის იმ იდეას, რომ საქართველო ძლიერი დემოკრატიის სახელმწიფო გახდეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend