მთავარისაქართველო"ქართული ოცნება" კვლავ გეგმავს მიიღოს კანონი “უცხოური გავლენების“ შესახებ

“ქართული ოცნება” კვლავ გეგმავს მიიღოს კანონი “უცხოური გავლენების“ შესახებ

“ქართული ოცნება” გეგმავს ხელახლა დაარეგისტრიროს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი. ამის შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან თქვა, კანონპროექტის შინაარსი იქნება იგივე, რაც წინა ჯერზე, შეიცვლება მხოლოდ ტერმინი. „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად კანონპროექტში ჩაიწერება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო კანონი „უცხოური აგენტების შესახებ”. მაშინ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, თუმცა მასშტაბური პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ უკან გაიწვია კანონპროექტი და მეორე მოსმენა ჩააგდო.

კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ ეს საკითხი „დახურულია“ და „დღის წესრიგიდან მოხსნილია“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend