მიკოლაივის რეგიონის დაახლოებით მესამედი, რომელიც უკრაინელებმა 2022 წლის ბოლოს გაათავისუფლეს, დანაღმულია.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ტერიტორიის სრულად განაღმვას წლები სჭირდება. ადგილობრივები და ფერმერები ამბობენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგები ყველასთვის მძიმეა.
მოწყობილობა, რომელიც დანაღმულ ადგილებს ზომავს, არ არის ახალი, თუმცა ამ დანადგარით ანომალიების გამოვლენა მაინც შესაძლებელია.
ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია, მინდორი სრულად გასუფთავებული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ველი სკანირებულია, საფრთხე მაინც არსებობს, რადგან მიწაში შესაძლოა სხვადასხვა აუფეთქებელი საბრძოლო იარაღი იყოს ჩამალული.
მიუხედავად იმისა, რომ მიკოლაივში გარკვეულ ტერიტორიაზე საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ფერმერებს ხვნა-თესვა უკვე დაწყებული აქვთ.