ბრიუსელში NATO-ს ორდღიანი სამიტი იმართება. სამხედრო ალიანსის წევრი სახელმწიფოების მაღალჩინოსნები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის შესახებ მსჯელობდნენ. სამიტზე უკრაინის დახმარების სხვადასხვა გზა განიხილეს. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კონგრესს უკრაინისათვის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს.
Foreign Ministers are meeting to prepare the #NATOSummit. Today, Allies agreed to move forward with planning for a greater #NATO role in coordinating security assistance & training for #Ukraine. Ukraine can count on NATO support now, and for the long haul. #formin pic.twitter.com/RwaM7nEsDq
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) April 3, 2024
„ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება ჩვენივე უსაფრთხოების განმტკიცებას უწყობს ხელს. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა. ჩვენი მხრიდან არცთუ ისე დიდი ფინანსური მხარდაჭერით, უკრაინელებმა რუსული სამხედრო შესაძლებლობების დიდი ნაწილის განადგურება შეძლეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრის ერთ-ერთი შედეგია უკრაინისთვის ალიანსის მიერ სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება.