ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოკლეს. ორგანიზაციის წევრები იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და პოლონეთიდან. „ეს ადამიანები ჩვენი ორგანიზაციის გმირები არიან. 7 მშვენიერი სული მოკლეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა, როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ თავიანთი მისიიდან. მათი ღიმილი და ხმები სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, – განაცხადა World Central Kitchen -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერინ გორმა.
“These are the heroes of WCK. These 7 beautiful souls were killed by the IDF in a strike as they were returning from a full day's mission. Their smiles, laughter, and voices are forever embedded in our memories.” – Erin Gore, CEO. Read more: https://t.co/4f38RQ1l4I pic.twitter.com/neAsSzKVP5
— World Central Kitchen (@WCKitchen) April 2, 2024
ჰუმანიტარული ორგანიზაცია ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მათი თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ ჯავშანმანქანებით, რომლებიც ბრენდირებული იყო ორგანიზაციით ლოგოთი.ორგანიზაციის ცნობით, დახმარების პროცესი კოორდინირებული იყო ისრაელის თავდაცვასთან.
ისრაელისგან პასუხს ითხოვენ დაღუპული საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომდგენელი ქვეყნები. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გმობს ისრაელის მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის 7 თანამშრომლის მკვლელობას. ბაიდენის თქმით, ის „შეშფოთებული და გულნატკენია“.
ჯო ბაიდენი ისრაელს ადანაშაულებს იმაში, რომ ის არ აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ დაიცვას ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები და ასევე თვითონ პალესტინის მოქალაქეები.
I am outraged and heartbroken by the deaths of seven humanitarian workers from World Central Kitchen, including one American, in Gaza yesterday.
Incidents like yesterday’s simply should not happen.
Here is my full statement. pic.twitter.com/Nl2jq8wqTt
— President Biden (@POTUS) April 3, 2024
ავსტრალიის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანესი ამბობს, რომ მას ჰქონდა დიდხნიანი სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერმინისტრთან სადაც გამოხატა საკუთარი შეშფოთება და ბრაზი მომხდართან დაკავშირებით და ის მოელის სათანადო ახსნას იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა.
ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა კომენტარი როდოსლავ სიკორსკიმ.
პოლონეთი ითხოვს დამოუკიდებელი გამოძიებას ჩატარებას და მწუხარებას გამოუთქვამს დაღუპულთა ოჯახს. ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აღიარებს, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების დაღუპვის მიზეზი ისრაელის მხრიდან ცეცხლის გახსნა იყო.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის არმია ატარებს გამოძიებას, რომელიც იქნება საჯარო და შედეგებს გამოაქვეყნებენ. „ისრაელი სრულად მოწოდებულია, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს“, – ირწმუნება ისრაელის პრემიერმინისტრი.