უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირველად საუბრობენ წარუმატებელი კონტრშეტევის შესახებ, რომელიც უკრაინის არმიამ გასულ ზაფხულს აწარმოვა. პრემიერ- მინისტრ დენის შმიჰალის განცხადებით, კიევი ღიად საუბრობდა მომავალი სამხედრო იერიშის შესახებ და 6 თვის განმავლობაში აგროვებდა შესაბამის სამხედრო რესურსს. მისივე თქმით, ამ პერიოდში კრემლმა შესაბამისად მომზადება და წარმატებით თავდაცვა შეძლო.
“დაშვებული შეცდომებით ბევრი ვისწავლეთ. 6 თვე ველოდით საკმარის სამხედრო რესურსს შეტევითი სამხედრო ოპერაციისთვის. მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ შეტევაზე გადასვლას ვაპირებდით. შემდეგისთვის დუმილს შევინარჩუნებთ. ბევრი სხვადასხვა სამხედრო გეგმა გვაქვს შემუშავებული, მთავარია ტყვია-წამალი და შეიარაღება საკმარისი რაოდენობით მივიღოთ”, – განაცხადა დენის შმიჰალმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ NATO-ს სამიტზე, რომელიც ივლისის თვეში ვაშინგტონში უნდა ჩატარდეს, უკრაინა ალიანსში გაწევრების თაობაზე მიწვევას ელის.
❝Ukraine can rely on NATO support now, and for a long haul❞
NATO Foreign Ministers agree to move forward with planning for a greater NATO role in coordinating aid to Ukraine#ForMin | #StandWithUkraine 🇺🇦
— NATO (@NATO) April 3, 2024