მთავარიამერიკააშშ"უკრაინაში მიმდინარე ომი კრიტიკულ ეტაპზეა" - ენტონი ბლინკენი

“უკრაინაში მიმდინარე ომი კრიტიკულ ეტაპზეა” – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის შესახებ საუბრობს. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ამჟამად ომი კრიტიკულ ეტაპზეა.

„უკრაინა, რომლის მარცხსაც ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მოელოდნენ, კვლავ მტკიცედ დგას. ამჟამად, კრიტიკულ ეტაპზე ვართ. აუცილებელია, რომ კიევს თავდაცვის საშუალებები შესაბამისი რაოდენობითა და სისწრაფით მიეწოდოს. ჩვენ ყველა საშუალებას მივმართავთ, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ არაერთხელ მოუწოდა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა.

კონგრესში უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მომდევნო პაკეტი, რომელიც 60 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, უკვე რამდენიმე თვეა შეფერხებულია. უკრაინული არმია ტყვია-წამლის მწვავე ნაკლებობას განიცდის და ეს ფრონტის ხაზებზე ვითარებას ართულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend