მთავარიკუბიOpenAI ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს, რომელიც ადამიანის ხმის იმიტაციას შეძლებს

OpenAI ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს, რომელიც ადამიანის ხმის იმიტაციას შეძლებს

კომპანია OpenAI-მ წარადგინა ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეძლებს ადამიანის ხმის იმიტაციას.

AI-ს ანუ ხელოვნური ინტელექტის ხმის გენერირებას, სხვადასხვა სერვისში გამოიყენებენ, თუმცა ამავდროულად, მას მოჰყვება დეზინფორმაციის გავრცელების  რისკი.

AI-ს ყველაზე წარმატებულმა კომპანიაxelovnuri inმ, რომელმაც შექმნა ChatGPT, ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოადგინა ინსტრუმენტი სახელად Voice Engine, რომელიც აჩვენებს 15 წამიან მაგალითს ადამიანის საუბრის და შემდეგ ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულ ხმის ასლს.

მომხმარებელს შეუძლიათ, წარმოადგინონ აბზაცი ტექსტის სახით და ინსტრუმენტი დაიწყებს თვითონ მომხმარებლის ხმით წაკითხვას ტექსტის. ასევე ხმის ჩაწერის შემდეგ, AI-ს შეიძლება დავუწეროთ ტექსტი სხვა ენაზე და შემდგომ ინსტრუმენტი გამოიყენებს ადამიანის ხმას და ჩანაწერს გააკეთებს უცხო ენაზე.

OpenAI-ში აცხადებენ, რომ Voice Engine-ს ამჟამად იყენებს მხოლოდ სანდო ჯგუფი, რომელიც შედგება რამდენიმე ადამიანისგან, რომლებიც მოღვაწეობენ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში და მხოლოდ მათი შეფასების შემთხვევაში გადაწყვეტს კომპანია აამოქმედოს თუ არა ინსტრუმენტი  ყველასთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend