რეგიონში, სადაც დღის სინათლე ნაკლებია, ნორვეგიულ კომპანია Kelpinor-ს ახალი ტექნოლოგიების წყალობით ზღვაში წყალმცენარეების მოსავალი მოჰყავს.
უკვე მრავალი საუკუნეა, წყალმცენარეები ბევრი აზიურ ქვეყნის სამზარეულოს განუყრელი ნაწილია, მაგრამ ეს საკვები ნაკლებად პოპულარულია დასავლეთის ქვეყნებში. თუმცა ნორვეგიელთა გუნდი იმედოვნებს, რომ ეს მიდგომა მალე შეიცვლება.
„წყალმცენარეებზე ჯერჯერობით დიდი მოთხოვნა არ არის,მაგრამ ნელ-ნელა იზრდება,“ – ამბობს ჰერმან სკიპსი, კომპანია Kelpinor -ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი. ეს დამწყები ბიზნესი ნორვეგიის ჩრდილოეთით ზღვაში წყალმცენარეების მოყვანით არის დაკავებული და ცდილობს უფრო გაამრავალფეროვნოს ნორვეგიის აკვაკულტურის ინდუსტრია, რომელიც ტრადიციულად ორაგულის რეწვით არის ცნობილი.
ეკოლოგიური გზით ისეთი წყალმცენარეების მოყვანას, როგორიცაა კელპი, ნორი და კომბუ, ძალიან კარგი გავლენა აქვს გარემოზე, რადგან ისინი წყლიდან ისრუტავენ უამრავ ნოყიერ ნივთიერებას, ამცირებენ ნახშირბადის ორჟანგის მოცულობას და აუმჯობესებენ ზღვის ფლორისა და ფაუნისთვის აუცილებელ გარემოს.
ნახეთ, თუ როგორ ცვლის აგრარულ მეურნეობას კომპანია Kelpinor -ი. წყალმცენარე მხოლოდ ადამიანისთვის ვარგისი ყუათიანი საკვები კი არ არის, არამედ გამოიყენება ცხოველების გამოსაკვებად და ბიოსაწვავის წარმოებაშიც.
ავტორი: ფადილა ალშაჰაბი