მთავარიამერიკაკუბაკუბაში “ჰავანის სინდრომის” არსებობას უარყოფენ

კუბაში “ჰავანის სინდრომის” არსებობას უარყოფენ

კუბის ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან „ჰავანის სინდრომის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კუბა ამ საქმეში პირდაპირ არ არის ჩართული, კუბის ხელისუფლება წარმოჩნდება ისე, თითქოს საგარეო ძალებს უფლებას აძლევს, ამერიკის შეერთებული შტატები დააზიანონ.

ამავდროულად აცხადებენ იმასაც, რომ ჟურნალისტური გამოძიება ვერ ადასტურებს „ჰავანის სინდრომის“ არსებობას. რამდენიმე დღის წინ The insider-მა, ტელეკომპანია CBS-მა და Der Spiegel-მა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნეს. ირკვევა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები საიდუმლო მიკროტალღურ იარაღს იყენებდნენ ამერიკის საელჩოს თანამშრომლებზე, რაც ე.წ. „ჰავანის სინდრომს იწვევდა.

აღმოჩნდა, რომ 2021 წელს „ჰავანის სინდრომი“ თბილისშიც გამოვლინდა, როდესაც ქალაქში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აგენტები, მამა-შვილი ავერიანები იმყოფებოდნენ. მათი ვიზიტის შემდეგ საელჩოს თანამშრომლის ცოლს აუხსნელი ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. აღსანიშნავია, რომ „ჰავანის სინდრომის“ ყველა მსხვერპლი ასახელებს თავის ტკივილსა და ძლიერი ხმოვანი ტალღის მსგავს შეგრძნებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend