მთავარისაქართველოფრენა გაგიუქმდათ? - რისი უფლება გაქვთ ამ დროს

ფრენა გაგიუქმდათ? – რისი უფლება გაქვთ ამ დროს

რისი უფლება გაქვთ იმ შემთხვევაში თუ ავიარეისი, რომლითაც გამგზავრებასაც გეგმავდით, გადაიდო ან გაუქმდა და როგორ უნდა დაიცვათ თქვენი უფლებები.

როგორც აღმოჩნდა თბილისის ქუჩებში მოქალაქეებს გაუქმებულ ავიარეისებთან დაკავშირებით სხვადასხვანაირი გამოცდილება და ცოდნა აქვთ…

ქუჩაში მოქალაქეებს ვკითხეთ, ჰქონიათ თუ არა ფრენის გადადების, ან გაუქმების გამოცდილება და როგორ იქცევიან ასეთ დროს:

”არ მქონია მსგავსი შემთხვევა და წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ უნდა მოვიქცე”.

„არ მქონია მსგავსი შემთხვევა, თუმცა ვიცი, რომ არსებობს გარკვეული ვებგვერდები, რომლებზეც შეგვიძლია გავიგოთ თანხის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია“.

„არ მქონია მსგავსი გამოცდილება და არც ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე ამ სიტუაციაში“.

”მე კალიფორნიიდან ვარ და ფრენის გაუქმებისა თუ დაგვიანების ბევრი შემთხვევა მქონია. ევროკავშირს ამ მხრივ საუკეთესო რეგულაციები აქვს. გარკვეული ვადა არსებობს, როცა ავიაკომპანიას დაგვიანების ან გაუქმების შესახებ შეუძლია მგზავრის გაფრთხილება, თუ ამ ვადაში ვერ მოხერხდება, მაშინ მგზავრს კომპენსაცია ეკუთვნის, ან სხვა რეისის ბილეთის უფასოდ გადაცემა, მგონი სასტუმროც შეგიძლია უფასოდ მიიღო და კვება. ამ ყველაფრისთვის ბრძოლა გიწევს, რადგან ნებაყოფლობით ავიაკომპანიები ასეთ დათმობებზე არ მოდიან. ასეთია ჩემი გამოცდილება”, – ამბობენ თბილისის ქუჩებში საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეები.

ნებაყოფლობით ავიაკომპანიები ასეთ დათმობებზე უმეტეს შემთხვევაში, მართლაც, არ მოდიან, თუმცა არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებელთა უფლებებს იცავენ და ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს მგზავრების ნაცვლად აწარმოებენ. კომპენსაციასაც მათ ნაცვლად ითხოვენ… თუმცა კომპენსაციის ოდენობა და მიღება გარკვეულ გარემოებებზეა დამოკიდებული.

მაგალითად, თუ თქვენი ფრენა გადაიდო 3 საათზე მეტით, ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით თქვენ კომპენსაცია გეკუთვნით.

ასევე კომპენსაციას მიიღებთ იმ შემთხვევაშიც, თუ გაუქმდა ის ავიარეისი, რომლითაც გამგზავრება გქონდათ დაგეგმილი და ამის შესახებ გაფრთხილება 14 დღით ადრე არ მიგიღიათ.

კიდევ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა დროსაც მგზავრს შეუძლია, ავიაკომპანიას თანხის გადახდა მოსთხოვოს.

იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში მგზავრთა უფლებებს იცავენ, ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როცა მოგებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ, რადგან სახელმწიფოსგან აღსრულების ნაწილში დახმარებას ვერ იღებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend