მთავარიევროპაფინეთიფინეთის სკოლაში სროლას ერთი მოზარდი ემსხვერპლა

ფინეთის სკოლაში სროლას ერთი მოზარდი ემსხვერპლა

ფინეთში, ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპული 12 წლის იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიდევ ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებული ეჭვმიტანილი ასევე 12 წლისაა. პოლიციის ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე დააკავეს. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პოლიციამ ჩამოართვა.

სკოლის მოსწავლეების მშობლები ესაუბრებიან პოლიციის ოფიცრებს, ვანტაა, ფინეთი, 2 აპრილი Copyright Markku Ulander/Lehtikuva via AP

ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მოტივი. საგამოძიებო სამსახურები ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ამ სკოლაში 7-იდან 16 წლამდე ასაკის 800 მოსწავლე სწავლობს. ვანტაა ფინეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია, სადაც დაახლოებით 240 000 ადამიანი ცხოვრობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend