ლოკოკინები, გველისგან დამზადებული ღვინო, ხარის პენისი და სხვა უამრავი უცნაური საკვები შეიძლება თქვენთვის უცხო და მიუღებელი იყოს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანები მათ დიდი სიამოვნებით ჭამენ.
ბერლინში არსებობს მუზეუმი, სადაც ის კერძებია წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი. ზოგისთვის მათი საკვებად მიღება წარმოუდგენელია, ზოგისთვის კი ის უბრალოდ ნაციონალური კერძია.
Unsere Tasting Bar präsentiert stolz: SEIDENRAUPEN!#dfmberlin #disgustingberlin #bockaufdisgust #tasting #probieren #seidenraupe #silkworm #silkworms #ekel #crunchy #wurm #raupehttps://t.co/8IzeaB9Wg9
— 😮🤢😅 DISGUSTING FOOD MUSEUM BERLIN (@DFM_Berlin) September 18, 2023
,,ყოველდღიურად ძალიან ბევრი ვიზიტორი გვყავს. გვსტუმრობენ ტურისტები, ბერლინის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ან უბრალოდ ისინი, ვისაც განსხვავებული კულტურა აინტერესებს“, – ამბობს ალექსანდრა ბერნშტაინერი, ბერლინის უცნაური საჭმელების მუზეუმის დირექტორი.
პატარა წრუწუნებისგან დამზადებული ღვინო ჩინეთსა და კორეაში იყიდება. ჩინელები და კორეელები თვლიან, რომ ეს სასმელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.