მთავარიკუბიემანუელ მაკრონის დისკრედიტაციის მცდელობა

ემანუელ მაკრონის დისკრედიტაციის მცდელობა

საფრანგეთის პრეზიდენტზე ემანუელ მაკრონზე ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში მანიპულაციური ტექსტები და გაყალბებული ფოტოები ვრცელდება.

რუსული პროპაგანდის ამ მხრივ გააქტიურების მიზეზი იყო მაკრონის ინტერვიუ. მან ფრანგულ მედიასთან უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და თქვა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, იმისათვის რომ რუსეთის გამარჯვება არ დაუშვან, საფრანგეთი არ გამორიცხავს ჯარების შეყვანას უკრაინაში, თუმცა დღევანდელი სიტუაცია ამას არ მოითხოვს.

მაკრონის ეს სიტყვები სოცქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, ხოლო პროპაგანდისტებმა მაკრონის ეს განცხადება ფაქტობრივად ომის გამოცხადებად შერაცხეს.

„მითების დეტექტორმა“ რამდენიმე ყალბი ამბავი გადაამოწმა. მაკრონის ამ კომენტარის შემდეგ რუსულ ტელეგრამარხებზე ფრანს პრესის სახელით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, მაკრონის განცხადებების შემდეგ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პოტენციური სტუმრები ბილეთებს და ჯავშნებს აუქმებენ, ოლიმპიური თამაშების დროს ტერორისტული თავდასხმებისა და სხვა ნეგატიური სიტუაციების შიშით.

სიმართლე კი ისაა, რომ „ფრანს პრესს“ მსგავსი მასალა არ მოუმზადებია და არ არსებობს ასევე მსგავსი სტატისტიკა ინტერნეტ სივრცეში.

ასევე, კიდევ ერთი მეთოდი, ჟურნალების გარეკანების გაყალბება.

გავრცელდა ისევ რუსულ მედიაში ცნობა იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთმა ფრანგულმა ჟურნალმა მაკრონი გამოსახა როგორც მამალი.

ფრანგული ჟურნალის, არც ახალ არც ძველი ნომრების არქივებში მსგავსი გარეკანი არ არსებობს. თავად ჟურნალის წარმომადგენლებაც გააკეთეს კომენტარი, რომ გავრცელებული გარეკანი ყალბია.

ე.წ. მიმებში მაკრონს ჰომოფობიური კონტექსტით მოიხსენიებდნენ და ამისათვის გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო, სადაც მაკრონს ვარდისფერი საღამური აცვია.

მსგავსი ფოტო, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს საღამურები აცვიათ ადრეც გავრცელდა ხუმრობით, თუმცა კრემლის პროპაგანდისტებმა ეს ფოტოები მაკრონის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend