ბალკანური სახელმწიფო სლოვენია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი თავდაცვითი სამხედრო ალიანსის წევრი ქვეყანა 20 წლის წინ, 2004 წლის 29 მარტს, გახდა. ამ თარიღს სახელმწიფოში ზეიმობენ. ღონისძიებას დაესწრო ჩრდილო – ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ევროპის სამხედრო მეთაური, ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი.
”ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გავხდით არა მხოლოდ ძლიერი ალიანსის წევრი სახელმწიფო, არამედ დემოკრატიული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. სწორედ ნატო უზრუნველყოფს სლოვენიის მშვიდობიან და წარმატებულ განვითარებას”, – განაცხადა ნატასა მუსარმა, სლოვენიის პრეზიდენტმა.
სლოვენიასთან ერთად 2004 წელს ნატოში გაწევრიანდნენ რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები.
🗓️ #OnThisDay 29 March 2004: 🇧🇬 Bulgaria 🇪🇪 Estonia 🇱🇻 Latvia 🇱🇹 Lithuania 🇷🇴 Romania 🇸🇰 Slovakia and 🇸🇮 Slovenia join NATO.
This marked the largest wave of enlargement in NATO history. #1NATO75years
🔗 https://t.co/k6aLOwFK7W pic.twitter.com/zG3JekeDoO
— NATO (@NATO) March 29, 2024