„თავდაჯერებული ვიყავი და თერთმეტმეტრიანის დარტყმის გადაწყვეტილება მივიღე. პენალტის შესრულებამდე საკუთარი თავის გაბრაზებას ვცდილობდი. ვფიქრობდი, ამდენი ხანია ფეხბურთს ვთამაშობ, ამხელა კარია და გოლი როგორ ვერ უნდა გავიტანო-მეთქი. ალბათ, საკუთარი თავის მიმართ ეს მოთხოვნა დამეხმარა, რომ გოლი გამეტანა“.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მცველი ლაშა დვალი საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვებისა და ევრო 2024-ის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ესაუბრა.