მთავარიევროპასომხეთი"რუსეთმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში მიგვატოვა" - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

“რუსეთმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში მიგვატოვა” – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მწვავდება დიპლომატიურ ველზე. 29 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანამ რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის, გადაცემების ტრანსლაცია აკრძალა.

ოფიციალურ ერევანში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთთან მედიასფეროში ორმხრივი შეთანხმების დარღვევის გამო მიიღეს. ერევანში ამბობენ, რომ რუსეთმა სომხეთი ყველაზე კრიტიკულ მომენტში მიატოვა.

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რამ გამოიწვია მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობების ასე გაუარესება.

“ჩვენ გვეგონა, რომ გვყავდა მეგობარი, უფროსი ძმა, როგორც თავს უწოდებენ, გვეგონა, რომ როცა დახმარება დაგვჭირდებოდა, დაგვიცავდნენ. თუმცა მიგვატოვეს ერთხელ, შემდეგ კიდევ ერთხელ. გვატყუებდნენ, ისევ გვატყუებდნენ და ისევ გვატყუებდნენ. შემდეგ მოინდომეს კიდევ ერთ ომში ჩავეთრიეთ, რომ ვითომ სომხების დასახმარებლად მოსულიყვნენ. დიახ, ჩვენმა მოკავშირემ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მიგვატოვა”, – განაცხადა ალენ სიმონიანმა სომხურ მედიასთან საუბარში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend