ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა აღმოაჩინა რუსული ქსელი, რომელიც ცდილობდა გავლენა მოეხდინა არჩევნებზე სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და გაევრცელებინა ანტიუკრაინული გზავნილები. ჩეხეთი ამ საქმეს სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად იძიებდა. მათ შორის ერთ-ერთი ქვეყანა ბელგია იყო.
Vláda ČR dnes zařadila na vnitrostátní sankční seznam tři subjekty, dvě fyzické osoby a jednu právnickou osobu na základě informací získaných Bezpečnostní informační službou. Podařilo se nám odhalit a zmapovat aktivity vlivové sítě financované z Ruska a působící na území České… pic.twitter.com/7BbpqctqKO
— BIS (@biscz) March 27, 2024
ბელგიის პარლამენტში დებატების დროს, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ განაცხადა, რომ ბელგიისა და ჩეხეთის სპეცსამსახურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა შედგა, რათა მათ გაენადგურებინათ კრემლის პროპაგანდისტული ქსელი.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დაუკავშირდა ევროპარლამენტის დეპუტატებს და თანხას უხდიდა მათ პრორუსული პროპაგანდის გავრცელებაში, თუმცა ბელგიის პრემიერ-მინისტრს კონკრეტულად დეპუტატების ვინაობა არ გაუსაჯაროებია.
— BIS (@biscz) March 28, 2024
ჩეხური მედია, დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ თანხას იღებდნენ პოლიტიკოსები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და უნგრეთიდან. არსებული ინფორმაციით, თანხა გადაიცემოდა ფიზიკურად შეხვედრების დროს ან კრიპტოვალუტის მეშვეობით,
ჩეხეთის პრემიერმინისტრის პეტრ ფიალას თქმით, გამოძიების საფუძველზე გადაწყდა რომ სანქციების სიაში შეეყვანათ ორი ფიზიკური პირი და ერთი კომპანია. ერთ-ერთი სანქცირებული ფიზიკური პირი პრორუსი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკია. მედვედჩუკი მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ის უკრაინელ ტყვეებში გაცვალეს.
კონტრდაზვერვის ცნობით, მედვედჩუკი იდგა ქსელის უკან, რომელსაც „ევროპის ხმა“ ეწოდება. ეს ვებგვერდი აქვეყნებდა ისეთ მასალებს, რომლის საშუალებითაც ცდილობდა ევროკავშირზე გავლენის მოხდენას, რათა მათ აღარ გაეგზავნათ შემდგომი დახმარება უკრაინისთვის. ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათ დაადგინეს პირდაპირი კავშირი მოსკოვის მიერ დაფინანსების მიღებასა და ქსელს შორის, რომლის გამაერთიანებელი ნაწილი იყო სწორედ ვებგვერდი “ევროპის ხმა”.
ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ ამჟამად ისინი სწავლობენ ჩეხეთის დაზვერვის მიერ ჩატარებულ გამოძიებას. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი “ევროპის ხმა”, ამჟამად მიუწვდომელია და კომენტარს ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით არ აკეთებენ.