მთავარიმსოფლიოეიფელის კოშკი ოლიმპიური თამაშების ეპიცენტრი იქნება

ეიფელის კოშკი ოლიმპიური თამაშების ეპიცენტრი იქნება

საფრანგეთში ეიფელის კოშკის სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდება. პარიზი ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებისა და ეიფელის კოშკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოშკი ოლიმპიური თამაშების ნაწილი იქნება. სპორტული არენები ძიუდოსა და ჭიდაობისთვის ასევე, პლაჟის ფრენბურთის სტადიონი კოშკის სამხრეთით იქნება მოწყობილი.

გახსნის ცერემონია კი კოშკის ჩრდილოეთით გაიმართება.

„ეიფელის კოშკის გარშემო უამრავი სპორტული შეჯიბრება გვექნება. ასე რომ, კოშკი ოლიმპიური თამაშების ეპიცენტრშია მოქცეული. მინდა, ყველა დავამშვიდო, ოლიმპიადის დროს დამთვალიერებლებს ეიფელის კოშკთან მისვლა თავისუფლად შეეძლებათ”, – ამბობს ეიფელის კოშკის ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი, პატრიკ ბრანკო რუივო.

ეიფელის კოშკის რეკონსტრუქციის სამუშაოები სამი წლის წინ დაიწყო. სამუშაოები მიმდინარეობს მის გარშემო ტერიტორიაზეც, სადაც სპორტული არენები ეწყობა.

„ჩვენი კოშკი ყოველთვის ლამაზი იყო. თუმცა, სამუშაოების შემდეგ ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. სამუშაოებს კი მალე დავასრულებთ. ეიფელის კოშკი ბრწყინვალე იქნება. ოლიმპიური თამაშების დაწყებისას, გულშემატკივრების მისაღებად მზად ვიქნებით”, – ამბობს ეიფელის კოშკის გენერალური დირექტორი, პატრიკ ბრანკო რუივო.

ეიფელის კოშკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეიფელის კოშკი მხოლოდ გახსნის ცერემონიის დღეს იქნება დახურული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend