მთავარიევროპაუკრაინა“ბოლო დროს უფრო მეტი ტერიტორია დავიბრუნეთ, ვიდრე დავკარგეთ” - გენერალი სირსკი

“ბოლო დროს უფრო მეტი ტერიტორია დავიბრუნეთ, ვიდრე დავკარგეთ” – გენერალი სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

გენერალმა სირსკიმ დეტალურად შეაფასა ავდიივკის ბრძოლა. მისი თქმით, უკრაინული სამხედრო დანაყოფები ავდიივკიდან ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით გამოიყვანეს.

„ავდიივკიდან ჩვენი ძალები იმიტომ გამოვიყვანეთ, რომ მტერს მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა. მართვადი საავიაციო ბომბებით მუდმივად ესხმოდნენ ტერიტორიას. უარყოფითად იმოქმედა იმანაც, რომ ჩვენი არტილერიისთვის არასაკმარისი საბრძოლო მასალა გვქონდა. ეს გადაწყვეტილება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მივიღეთ. სამწუხაროდ, ამ ბრძოლის დროს 25 უკრაინელი დაატყვევეს რუსებმა. ავდიივკის ბრძოლაში რუსეთმა 47 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა. ასევე განადგურდა კრემლის 364 ტანკი, 748 ჯავშანტექნიკა და 5 თვითმფრინავი. ამას გარდა, ტყვედ ავიყვანეთ 85 რუსი ოკუპანტი“, აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

გენერლის განცხადებით, სიტუაცია ფრონტზე რთულია და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად უკრაინელ სამხედროებსა და ოფიცრებს მაქსიმალური ძალისხმევა სჭირდებათ.

„ბოლო დროს, ჩვენ უფრო მეტი ტერიტორია დავიბრუნეთ, ვიდრე დავკარგეთ. მტერმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს სტრატეგიული თვალსაზრისით. რუსულ სამხედრო წარმატებას უფრო ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს. გარკვეულ მიმართულებაზე ვითარება რთულია. კრემლი აგრძელებს ზეწოლას ჭარბი ცოცხალი ძალის გამოყენების ხარჯზე. ისინი არ ითვალისწინებენ დანაკარგს“, – დასძენს გენერალი.

ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ გასული თვეების განმავლობაში რუსეთმა საავიაციო იერიში გაახშირა, ამისთვის კრემლი იყენებს საავიაციო ბომბებს. ხშირად მიმართავენ მჭიდრო საარტილერიო ცეცხლს. საარტილერიო ცეცხლის თანაფარდობა კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, 1:6-ზეა. როგორც გენერალი სირსკი ამბობს, უკრაინის არმიის მთავარი უპირატესობა ზუსტი საარტილერიო იერიშებია, რის გამოც ფრონტის სხვადასხვა უბანზე ძალთა გადანაწილება პროპორციულია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend