მთავარიამერიკააშშხიდის ჩამონგრევის შემდეგ, ბალტიმორში 6 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება

ხიდის ჩამონგრევის შემდეგ, ბალტიმორში 6 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება

ვიდრე 26 მარტის დილას, ფრანსის სკოტ კიის ხიდის ერთ-ერთ საყრდენს სატვირთო გემი შეეჯახებოდა, ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე წამით ადრე ხიდზე მოძრაობის შეჩერება მოასწრო.

შეჯახების შემდეგ ხიდი სრულად ჩამოიშალა და მდინარე პატაპსკოში ჩავარდა.

უკვე დადასტურებული ინფორმაციით, ხიდის ჩანგრევისას წყალში 8 ადამიანი ჩავარდა, ორი მათგან გადარჩა, 6 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ყველა მათგანი ამერიკაში ცენტრალური ან სამხრეთ ამერიკიდან ჩასული მიგრანტი იყო. ერთ-ერთი დაკარგულის ოჯახის წევრი ამბობს, რომ მისი ძმა აშშ-ში სამუშაოდ 18 წლის წინ ჩავიდა.

„ჩემს ძმას ცურვა შეეძლო. გვჯერა, რომ მან სადმე გამოსვლა შეძლო. თუმცა ჯერ კიდევ ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას. ღმერთმა ქნას, რომ ჩემი ძმა ცოცხალი იყოს. ესაა რაც ახლა ყველაზე მეტად გვინდა. თუ ყველაზე უარესი უნდა მოხდეს, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მისი ცხედრის გადმოსვენების ორგანიზება“, – ამბობს დაკარგული მიგრანტის ძმა, მარტინ სუაზო სანდოვალი.

ხიდის ჩამონგრევამდე იქ სამი მექსიკელი იმყოფებოდა. ორი მათგანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ასევე, გვატემალას, ელ სალვადორისა და ჰონდურასის მთავრობებმა დაადასტურეს, რომ დაკარგულებს შორის მათი მოქალაქეებიც არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend