მთავარიევროპასაფრანგეთიოლიმპიადა და მიგრანტები

ოლიმპიადა და მიგრანტები

პარიზში ოლიმპიური თამაშების სამზადისის პარალელურად, მიგრანტები და უსახლკაროები დედაქალაქიდან რეგიონებში გადაჰყავთ.

საფრანგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ე.წ. სოციალურ წმენდას, და ამბობენ, რომ ამის მიზანი პარიზის უფრო პრეზენტაბელურად წარმოჩენაა.

საფრანგეთის დედაქალაქში მყოფი უსახლკაროები და მიგრანტები  ორლეანის შემოგარენში ავტობუსებით  გადაჰყავთ.   ქალაქის მერი მედიასთან აცხადებს, რომ პარიზიდან 500-მდე მიგრანტი ისე გადმოიყვანეს, რომ შესაბამის სამსახურებს არც გაუფრთხილებიათ.

ორლეანის მერი სერჟ გრუარი ამბობს, რომ 2023 წლის მაისიდან, დაახლოებით სამ კვირაში ერთხელ, პარიზიდან ავტობუსით  30–50 მიგრანტი ჩაჰყავთ. იგი არ არის დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მომავალ ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, თუმცა არც გამორიცხავს.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, პოლ ალოზის თქმით, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, გაუმართლებელია, როცა უბედურებასა და უსახლკარო ადამიანებს მალავ ქვეყნის მასშტაბით,  თან ისე, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებს არ უზრუნველყოფ დამატებითი რესურსით.

მთავრობაში აცხადებენ, რომ პარიზიდან მიგრანტების რეგიონებში გადაყვანას სახელმწიფო აფინანსებს.  როგორც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ,  სხვა ქალაქში ჩასვლისთანავე, მიგრანტებს სოციალური მუშაკი ხვდებათ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend