რუსეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმის შედეგად მიყენებულ ტკივილსა და ზარალს კრემლი კვლავ საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
საგანგებო საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის განცხადებით, მათ მოიპოვეს ტერორისტების უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სულ მცირე 137 მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლო პროცესზე ნაცემი მიიყვანეს.
ერთ-ერთი მათგანის ჩვენების თანახმად, მათ მოქალაქეები დაახლოებით 5 000 დოლარის სანაცვლოდ დახოცეს.https://t.co/Kkt3kRDnqJ
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) March 25, 2024
“”კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ ტერორისტულ იერიშზე გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე უკვე დადგენილია ტერორისტთა მიერ ამ იერიშისთვის მომზადებისა და მათი დაფინანსების შესახებ დეტალები. დაკავებულთან საუბარი და ნაპოვნი ფინანსური ტრანზაქციები ადასტურებენ მათ კავშირს უკრაინელ ნაციონალისტებთან”, – განაცხადა სვეტლანა პეტრენკომ, საგანგებო საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა.
ტერაქტიდან რამდენიმე საათში რუსი მაღალჩინოსნები უკვე საუბრობდნენ უკრაინულ კვალზე. ორი დღის წინ რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მეთაურმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ღიად დასდო ბრალი კიევს.
ტერაქტში უკრაინულ კვალზე მიანიშნებდა ვლადიმერ პუტინიც.