„ფიშინგი“ კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმაა, რომლის მიზანი მსხვერპლის მოტყუების გზით მისი პერსონალური მონაცემების მოპოვებაა.
კიბერთაღლითები კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს ქმნიან და ამ გზით ცდილობენ, მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია მოიპოვონ, ისეთი, როგორიცაა მაგალითად, პაროლი, საბანკო ბარათის მონაცემები და სხვა.
რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ კიბერდანაშაულის მსხვერპლნი არ გავხდეთ – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ანდრო გოცირიძემ ისაუბრა.