მთავარიაზიაისრაელიისრაელის ავიაიერიშებს სამხრეთ ლიბანში 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ისრაელის ავიაიერიშებს სამხრეთ ლიბანში 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიაიერიშებს 16 ადამიანი ემსხვერპლა. დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტების შედეგად კი, ერთი ისრაელელი დაიღუპა.

გაერო უკვე დიდი ხანია საუბრობს ღაზაში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას უმასპინძლა.

მხარეებმა ღაზის სექტორში არსებული ვითარება განიხილეს. ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის სექტორში მოსახლეობა ჩრდილოეთიდან სამხრეთით შეფერხებების გარეშე გადადის.

ისრაელის პრემიერის მტკიცებით, ღაზის ტერიტორიის 65 პროცენტი გახსნილია და შესაძლებელია თავისუფალი გადაადგილება.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიუხედავად, რომელიც ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ყველა მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს, ღაზის სექტორში კიდევ უფრო მძიმდება ჰუმანიტარული ვითარება.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის სპიკერი სტეფან დუჟარიკი ამბობს, რომ ღაზის სექტორის 26 საავადმყოფოდან ორი მესამედი აღარ ფუნქციონირებს.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლების ინფორმაციით, ღაზის მოსახლეობის 70 პროცენტი შიმშილის ზღვარზეა.

გაეროს ცნობით, ღაზაში უკვე თვეებია ბავშვები არასრულფასოვნად იკვებებიან.

მშობლებს რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ შიმშილი, რათა ბავშვებს მცირედი საკვები შეხვდეთ.

მსოფლიო სასურსათო პროგრამა ყოველთვიურად ღაზაში 1,45 მილიონ მოქალაქეს აწვდის საკვებს. ამ დახმარების ძირითადი ნაწილი ორ ქალაქში, რაფაჰსა და დეირ ელ-ბალაჰში ნაწილდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend