მთავარისაქართველოწინ გერმანიაა და ევროპის ჩემპიონატი!

წინ გერმანიაა და ევროპის ჩემპიონატი!

ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველ თამაშს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გამართავს 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

ევრო 2024-ის მასპინძელი ქვეყანა გერმანია იქნება. შეჯიბრი 14 ივნისს დაიწყება და ზუსტად ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიასთან, ჩეხეთსა და თურქეთთან მოხვდა.

ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს თურქეთთან 18 ივნისს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ჩაატარებს, მეორე თამაშს ჩეხეთთან 22 ივნისს ჰამბურგში და მესამე მატჩს 26 ივნისს პორტუგალიასთან, ქალაქ გელზენკირხენში. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები უეფას საფეხბურთო რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებს.

ევრო 2024-ის ყველაზე ძლიერ და კონკურენტუნარიან ჯგუფებად შეიძლება B და D ჯგუფები მივიჩნიოთ. B ჯგუფში ესპანეთი, ხორვატია, იტალია და ალბანეთი იასპარეზებენ, ხოლო D ჯგუფში საფრანგეთი, ნიდერლანდები, ავსტრია და პოლონეთი.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპების ფინალში ასევე გაიმარჯვა პოლონეთმა, რომელმაც უელსი დაამარცხა და უკრაინამ, რომელმაც ისლანდიას ანგარიშით 2:1 სძლია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი მიმდინარეობს, ფეხბურთელებმა შეძლეს და თავიანთი გულშემატკივარი გაახარეს. მათთან ერთად E ჯგუფში ბელგია, სლოვაკეთი და რუმინეთი იასპარეზებენ.

ევროპის ჩემპიონატი ნამდვილ საფეხბურთო ზეიმად ითვლება და ასეთ ტურნირზე საქართველოს სახელის გატანა უდიდესი პრესტიჟია. ქართული სანაკრებო ფეხბურთის არსებობის 35-წლიან ისტორიაში საქართველო პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

წინ გერმანიაა, ევროპის ჩემპიონატი და საფეხბურთო ციებ-ცხელებით დატვირთული ზაფხული!

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend