მთავარიკუბისაქართველო პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზეა

საქართველო პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზეა

საქართველო მოქალაქეების განწყობა, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებშიც იგრძნობა. ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ვიდეოს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ზეიმობენ და ცეკვავენ.

ვრცელდება ვიდეოები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, თუ როგორ გამოდიოდნენ მთელი ღამის განმავლობაში ქუჩაში ადამიანები, აფრიალებდნენ საქართველოს დროშას და ულოცავდნენ გამვლელებს.

საქართველოს უკვე ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

“ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას”, – წერს აშშ-ის საელჩოს ფეისბუკ გვერდზე.

“ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას და ამ ისტორიულ გამარჯვებას”, – შვედეთის საელჩო საქართველოში.

“ვულოცავთ ყველა ქართველ მეგობარს ევრო 2024-ში გაწევრიანებას”, გაუმარჯოს!”, – თურქეთის საელჩო.

საქართველოს გამარჯვებას ასევე ულოცავს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.

„საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპული თასის საგზური მას შემდეგ, რაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მოხარული ვარ ქართველი მეგობრებისთვის. გილოცავ, საქართველო“.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend