მთავარიამერიკააშშგრძელდება ბალტიმორის ხიდის ჩანგრევის შედეგად დაკარგული პირების სამძებრო სამუშაოები

გრძელდება ბალტიმორის ხიდის ჩანგრევის შედეგად დაკარგული პირების სამძებრო სამუშაოები

აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში, ხიდის ჩანგრევის შედეგად დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ბოლო ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა ექვსი პირი, რომლებიც ხიდზე სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. პოლიციაში აცხადებენ, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ცოცხლები იპოვონ. ვითარების ადგილზე გასაცნობად  ბალტიმორში ჩასვლას გეგმავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ ბალტიმორის ხიდის ჩანგრევის შედეგად დაკარგული ექვსივე მუშა გარდაცვლილია. სამძებრო სამუშაოები 27 მარტს განახლდება. მერილენდის პოლიციაში აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაო ახლა ცხედრების პოვნის მისიად შეიცვალა. მაშველებმა მანამდე წყლიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მალევე გაწერეს.

აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლის შენონ გილრეთის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხანგრძლივობისა და წყლის ტემპერატურის გათვალისწინებით,  ნაკლებ სავარაუდოა,  რომ დაკარგულები ცოცხლები იპოვონ.

მერილენდის მცხოვრებნი კი შეშფოთებას გამოხატავენ ხიდის ჩანგრევით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სატვირთო გემებს მარშრუტის შეცვლა მოუწევთ, რაც პოტენციურად მიწოდების შეფერხებასა და ფასების ზრდას გამოიწვევს.

ბალტიმორის მკვიდრი, ჯო დიზელი ამბობს, რომ ხიდის აღდგენას შესაძლოა 4 წელი დასჭირდეს, თუმცა მისი აზრით, ახლა მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, ის არის, რომ გაიხსნას ტვირთის გადაზიდვის არხი. ჯო დიზელის თქმით,  სწორედ ბალტიმორის პორტია შემოსავლის ყველაზე დიდი  წყარო მთელი შტატისთვის, თუმცა ამჟამად ეს ყველაფერი  შეჩერებულია.

ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივნის, პიტ ბუტიჯიჩის თქმით,  ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება არხის გაწმენდას, რომელიც დაახლოებით 15 მეტრის სიღრმისაა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend