მთავარიმსოფლიოევროპაციმბირში გადასახლებულები

ციმბირში გადასახლებულები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში 75 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ციმბირში გადასახლებულები გაიხსენეს.

გაიხსენეს ლატვიიდან გადასახლებული 42 000 მოქალაქე, რომლებსაც ცხოველების გადასაყვანი ტრანსპორტით მოუწიათ მგზავრობა. მათ შორის იყვნენ ჩვილები, ბავშვები და მოხუცები. გადასახლებულები გაიხსენეს ესტონეთშიც. მაშინ ქვეყნიდან 20 000-ზე მეტი მოქალაქე გაასახლეს იძულებით. მათგან 80 პროცენტი ქალი და ბავშვი იყო.

ერთ-ერთი დაზარალებული, გიტა ბაუმანე ამბობს, რომ გადასახლებისას მისი ძმა მხოლოდ რვა თვის იყო. იგი გადარჩა… თუმცა ვერ გადარჩა გიტას უფროსი და, რომელიც გადასახლებიდან მალევე გარდაიცვალა. გიტა თავად ციმბირში დაიბადა.

ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი ამბობს, რომ დაუშვებელია გარიგება ბოროტებასთან და რომ ბოროტება აუცილებლად უნდა დაამარცხო ბრძოლით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend