საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გაიმარჯვეს.
ვილი სანიოლის გუნდმა საბერძნეთთან მატჩი “დინამო არენაზე” 11-მეტრიანების სერიაში მოიგო.
“დინამო არენაზე” ქართველ ფეხბურთელებს 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი ქომაგობდა.
დღევანდელი შეხვედრა დამოუკიდებელი საქართველოსა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი 2020 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა.
ევრო 2024-ის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.