მთავარისაქართველო„გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში“

„გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში“

„გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში“ – ეს არის პროექტი, რომელიც ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დღეს წარადგინა. ღონისძიებაზე თქვეს, რომ პროექტი მიზნად ისახავს მედიაგარემოს გაუმჯობესებას საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის სფეროში არსებული ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პროექტი მედიის რეფორმის კუთხით ევროპის საბჭოს უწყვეტი მხარდაჭერის გამოხატულებაა და თანხვედრაშია როგორც ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმასთან, ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფარგლებში გაწერილ პრიორიტეტებთან.

პროექტი ორწლიანია და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ეს არის: მედიის რეგულირებისა და თვითრეგულირების პრაქტიკის დანერგვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად; ჟურნალისტების უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოება ევროპის საბჭოს სტანდარტებთან; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში ევროპის საბჭოს სტანდარტების დაცვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend